გუშინ ღამით, სოფელ სამებასთან კიდევ ერთი, 3.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

გუშინ ღამით, 03:35 საათზე, საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.

სტიქიის ეპიცენტრი ამჯერადაც სოფელ სამებასთან მდებარეობდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის სიძლიერემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.

ცნობისთვის, 13 თებერვალს, თბილისის დროით 22:25 საათზე საქართველოში 6.2 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები