საქართველოში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრე 6.2 (ML) მაგნიტუდა იყო.
მიწისქვეშა ბიძგები, თბილისის დროით 22:25 საათზე, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.