ლექსო დალაქიშვილი: ირაკლი შატაკიშვილი არის ღირსეული ადამიანი, რომელიც არ უშინდება შრომასა და პასუხისმგებლობას

ირაკლი შატაკიშვილი არის ღირსეული ადამიანი, რომელიც არ უშინდება შრომასა და პასუხისმგებლობას. მინდა, წარმატება ვუსურვო მას, თქვენი დიდი მხარდაჭერის იმედი გვაქვს, – ასე მიმართა რუსთაველებს უმრავლესობის წევრმა ლექსო დალაქიშვილმა რუსთავისა და გარდაბნის ათ თემში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი შატაკიშვილის წარდგენაზე.

მისი თქმით, რუსთავში ყოველთვის იმარჯვებდა ღირსება და მეგობრობა და ოპონენტებმა ვინმე შეცდომაში არ შეიყვანონ, თითქოს ვიღაცამ რუსთავი წაიღო.

„ამ ქალაქში ყოველთვის იმარჯვებდა ღირსება და მეგობრობა, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი ოპონენტების მხრიდან არ იქნეს ვინმე შეცდომაში შეყვანილი, თითქოს, ვიღაცამ რუსთავი წაიღო. რუსთავი ჩვენი ქალაქია, ვერავინ ვერაფერს წაგვართმევს. ეს არის თქვენი ქალაქი. ჩვენ გვყავს ღირსეული კანდიდატი. გვაქვს დამაჯერებელი გამარჯვება წინა არჩევნებში. გვყავს ღირსეული მერი ნინო ლაცაბიძე, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით, დღე და ღამე მუშაობს, რომ ქალაქში პრობლემები იქნეს გადაწყვეტილი და ბევრი სიახლე შემოგთავაზოთ.

ირაკლი შატაკიშვილი არის ღირსეული ადამიანი. ჩვენ ირაკლისთან ერთად რამდენიმე წლის წინ დავაფუძნეთ საზოგადოება „რუსთაველები“, მაშინ საერთოდ არ იყო პოლიტიკა გეგმაში, ეს იყო გამოხატულება და გულწრფელი დამოკიდებულება ჩვენი ქალაქის სიყვარულისა და ახლა ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის შესაძლებლობა და შანსი, იმიტომ რომ ირაკლისნაირი კადრი დასაკარგი არ არის. ირაკლისთვის ეს სტატუსი არ არის ეს კომფორტის ზონა, არც ნინოსა და არც ჩვენთვის, იმიტომ, რომ მოითხოვს ხალხის სამსახურში ყოფნასა და შრომას. ირაკლი არის ის ადამიანი, რომელიც არ უშინდება შრომასა და პასუხისმგებლობას, მინდა, წარმატება ვუსურვო და თქვენი დიდი მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, – განაცხადა ლექსო დალაქიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები