რატი იონათამიშვილი: სენაკის მაგალითზე, ოპოზიციას ვურჩევდი, ვიდრე სამართლებრივ საკითხებზე დაიწყებენ საუბარს, უპრიანი იქნება, გამრავლების ტაბულაში იმეცადინონ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება სენაკის საკრებულოში კვორუმის გარეშეა მიღებული და ის არალეგიტიმურია.
„სენაკის მაგალითზე, ოპოზიციას ვურჩევდი – ძალიან კარგი პროექტია „ტელესკოლა“ და იქ უყურონ მათემატიკის გაკვეთილებს. ვიდრე სამართლებრივ საკითხებზე დაიწყებენ საუბარს, უპრიანი იქნება, რომ გამრავლების ტაბულაში იმეცადინონ“, – განაცხაადა რატი იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, სენაკის საკრებულოში ბოლოს ჩატარებულ სხდომაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გახარიას პარტიამ “საქართველოსთვის” 16-კაციანი შემადგენლობით, მე-17-ე წევრი აირჩიეს. „ქართული ოცნება“ ბოიკოტის რეჟიმშია, რის გამოც, სხდომას არ ესწრებოდა.