ლევან ზოიძე – “ნაცმოძრაობაზე”: კარგად გაეცნონ დოკუმენტაციას და ისწავლონ დოკუმენტების წაკითხვა

ქობულეთის მერის ლევან ზოიძის განცხადებით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მორიგ პერფორმანსს მართავს.

 

მისი თქმით, ოპოზიციამ დოკუმენტაციის სწორად წაკითხვა უნდა ისწავლოს.

 

” ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ატყუებს ხალხს. აღნიშნულ მშენებლობის ნაწილს, რომელიც მიმდინარეობს, ნებართვა აქვს, ხოლო ნაწილი – ერთსართულიანი შენობა არის დაჯარიმებული და მიმდინარეობს საქმის წარმოება. კარგად გაეცნონ დოკუმენტაციას და ისწავლონ დოკუმენტების წაკითხვა”,- აღნიშნა ლევან ზოიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ქობულეთის მერიასთან ხმაური იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ქობულეთის მერთან ლევან ზოიძესთან შეხვედრას ითხოვდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები