ახალციხეში უკანონო ტყითსარგებლობის 8 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 8 ფაქტი გამოავლინეს.
ახალციხეში გაჩერებული მანქანის ძარაზე 0,5 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი იყო განთავსებული. მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია.
ბორჯომის, ადიგენისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებმა 27 ერთეული წიწვოვანი სახეობის მრგვალი მორი, 0,5 მ3 წიწვოვანი სახეობის საშეშე მერქანი და ერთი ერთეული ფოთლოვანი სახეობის მრგვალი მორი უკანონოდ მოიპოვეს და შემდგომში მისი ტრანსპორტირება განახორციელეს.
არსებული ინფორმაციით, შედგა შესაბამისი ოქმები. მასალები შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები