მშობლების მკვლელობას, სავარაუდოდ, არასრულწლოვანი შეესწრო – კახეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები

კახეთში გუშინ ღამით მომხდარ საზარელ მკვლელობას, სავარაუდოდ,  მოკლული ცოლ-ქმრის 16 წლის შვილიც შეესწრო.

 

როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ 16 წლის გოგონამ რომელიც სხვა ოთახში იმყოფებოდა გაიგო სროლის ხმა, ის გავიდა შემთხვევის ადგილზე და ნახა, რომ მამა მოკლული იყო, დედა კი დაჭრილი. ის შეეცადა ხელის შეშლას, თუმცა თავდამსხმელმა მისი  თოკით დაბმა შეძლო და ადგილიდან მიიმალა.

 

წინასწარი ვერსიით, დანაშაულის მოტივად ფულის გამოძალვა სახელდება.

 

შსს-მ გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები