კახეთში სასტიკი მკვლელობა წუხელ, გვიან ღამით ერთ-ერთ ფერმაში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოკლული ცოლ-ქმარი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნიდან არიან და წლების განმავლობაში მუშაობდნენ აღნიშნულ ფერმაში.
გავრცელებული ინფორმაციით, მათ შელაპარაკება მოუვიდათ მწყემსთან.
“მკაფიო ყვირილის ხმა ისმოდა, კამათი ჰქონდათ ალბათ, დილით კიდე გავიგე დაუხოციათო”, – ამბობს ერთ-ერთი მწყემსი.
მისივე თქმით, იარაღიდან გასროლის ხმა მას არ გაუგია. სავარაუდო დამნაშავე ცნობილია და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
შსს-მ გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო.