ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ვაქცინის მორიგი პარტია ჩაიტანეს

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის “სპუტნიკ ლაით”-ის 3 ათასი დოზა ჩაიტანეს.

როგორც ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ვაქცინა ხელმისაწვდომი დღეიდან იქნება, მისი თქმით, პრეპარატი, პირველ რიგში, რევაქცინაციას მოხმარდება.

სოხუმში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შეყვანა, შესაძლებელია ვაქცინაციის ერთიან პუნქტში.

2021 წლის 30 დეკემბრიდან – 2022 წლის 26 იანვრამდე ოკუპირებულ აფხაზეთში “Sputnik Light”-ით 1500 ადამიანი აიცრა, პანდემიის დაწყებიდან სულ 6 929 ადამიანია ვაქცინირებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები