ინგირში მაღაზიაზე თავდამსხმელებმა გამყიდველი გაკოჭეს და თანხა წაიღეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში მაღაზია დააყაჩაღეს.
როგორც “კვირასთვის” ცნობილი გახდა, თავდამსხმელებმა სოფლის ხორბლეულის მაღაზიიდან 800 ლარი იარაღის მუქარით წაიღეს, გამყიდველი კი გაკოჭეს.
შსს ცნობით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.