კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მოკლულია შუა ხნის ცოლ-ქმარი. შემთხვევა ერთ-ერთ ფერმაში მოხდა.
როგორც ”კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მათივე ცნობით,პოლიციას იდენტიფიცირებული ჰყავს ეჭვმიტანილი და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.