„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 თებერვალს 13:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთში სტალინის, რუსთაველის, ფარნავაზის, ბუხაიძის, ტაბიძის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე დუშეთის რაიონის სოფლებში: კობიაანთკარი, სულიკიანთკარი, შალიკიანთკარი, მთვარელიანი და მიმდებარე სოფლებში. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

ასევე, 14:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში – წოდორეთი, მსხალდიდი, ზემო ლისი, ტაბარუკი და მიმდებარე სოფლებში.

15:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ქვემო აში, თანიანთკარი, ყვავილი, მეზვრიანთკარი და მიმდებარე სოფლებში.

“სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები