ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 442 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 6 ადამიანი

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში 639 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 442 -ს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ინფორმაციას ე.წ. ადგილობრივი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვირუსის შედეგად, ბოლო ორი დღის განმავლობაში 6 ადამიანი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე, ოკუპირებული აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებში 200-მდე ადამიანი მკურნალობს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ე.წ. ოპერატიულმა შტაბმა ინფიცირების 48 028 შემთხვევა აღრიცხა, გამოჯანმრთელდა 39 206, ხოლო გარდაიცვალა 615 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები