გორის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება
გორის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება.
სოფელ კარალეთში იმუნიზაციის პროცესს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი და გორის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მარი გიუნაშვილი დაესწრნენ.
200 ლარიანი წახალისების პროგრამა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თებერვლის თვეშიც გრძელდება. ასევე, 50 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეები, ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში, 100 ლარიან დანამატს მიიღებენ.
კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია გორის სამედიცინო დაწესებულებების გარდა, რამდენიმე სოფელშიც ხორციელდება.
საჭიროების შემთხვევაში, აცრებს ადგილზე მობილური ჯგუფებიც ახორციელებენ.