2019-2020 წლებში ოზურგეთის მერიის მიერ ბიუჯეტის შესრულება 57-68%-მდე მერყეობდა, რის გამოც მუნიციპალიტეტმა და მოსახლეობამ სრულად ვერ მიიღო დაფინანსებით გათვალისწინებული შედეგები – სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა, რომელიც წინა მერის, კონსტანტინე შარაშენიძის მმართველობის პერიოდს ეხება.

დარღვევები გამოვლინდა ფინანსური რესურსების მართვაში – როგორც დაფინანსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება, რის გამოც მოცემული საბიუჯეტო მუხლის შესრულებას, შესაბამისად, 13.5% და 12.5% დააკლდა. მერიამ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად წლის ბოლომდე ვერ აითვისა ადგილობრივი ბიუჯეტიდან და საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხები. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო პროგრამით გათვალისწინებული მოსალოდნელი შედეგები: ძირითადად ვერ დასრულდა და დაგვიანდა წყალმომარაგების სამუშაოები, საგზაო ინფრასტრუქტურის, საბავშვო ბაღების, საჯარო სკოლების, საკანალიზაციო ქსელის და სხვა ობიექტების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების ბიუჯეტების წლიური შესრულების ანგარიშების თანახმად, ზოგიერთი პროგრამის შესრულების მაჩვენებელი 57%-დან 68%-მდე მერყეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები