დმანისის მერმა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს ეტლები გადასცა
დმანისის მუნიციპალიტეტში, სოციალური აქციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან პაატა ყულიაშვილთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს გადაადგილებისათვის დამხმარე ეტლები გადასცა.
“გადაადგილებისთვის, დამხმარე ეტლებს მუნიციპალიტეტის მერიას, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის კოორდინაციით, მრავალი წელია გადასცემს საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის”, – განაცხადა კობა მურადაშვილმა.