ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ხანძარს 80 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რის გამოც დაკვამლიანების დროს სახლის დროულად დატოვება ვერ მოახერხა.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ, შეშის ღუმელს გაუჩნდა. ამ დროისათვის, ცეცხლი ლიკვიდირებულია.