წილკანში სკვერი მოეწყო

სოფელ წილკანში, არსებული სკვერის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გივი გიუტაშვილმა დაათვალიერა. ინფორმაციას  მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს თავისუფალი დრო კეთილმოწყობილ და სუფთა გარემოში, ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროს.
პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო საბავშვო გასართობი მოედანი ატრაქციონებით, დაიდგა კომფორტული მოსასვენებელი სკამები. ტერიტორია შემოიღობა ლითონის კონსტრუქციით. დამონტაჟდა ტრენაჟორები, დეკორატიული სანათები, ურნები და ბილიკებზე კერამიკული ფილები დაიგო.
სარეაბილიტაციო სამუშაოები, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით მცხეთის მერიის კონტრაქტორმა კომპანია ,,ხარისხი“-მ შეასრულა და მისი ღირებულება 131 135 ლარი იყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები