ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 381 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 ადამიანი
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში 541ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 381 -ს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ინფორმაციას ე.წ. ადგილობრივი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვირუსის შედეგად, ბოლო ორი დღის განმავლობაში 2 ადამიანი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე, ოკუპირებული აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებში 180-მდე ადამიანი მკურნალობს. მძიმეა 32 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ე.წ. ოპერატიულმა შტაბმა ინფიცირების 47 586 შემთხვევა აღრიცხა, გამოჯანმრთელდა 39 206, ხოლო გარდაიცვალა 609 ადამიანი.