“პროპაგანდისტული ნაბიჯი, რომელიც მოკლებულია რეალურ განხორციელებას” – საგარეო უწყება დე ფაქტო აფხაზეთის გაეროში დამკვირვებლის სტატუსის მოთხოვნას ეხმაურება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ, გაეროში დამკვირვებლის სტატუსის მოთხოვნას ეხმაურება.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარი ნარჩემაშვილი აცხადებს, საოკუპაციო რეჟიმებს სხვა დროსაც, არაერთხელ ჰქონია მცდელობა “დამოუკიდებელი” სუბიექტის იმიჯის განმტკიცების მიზნით პროპაგანდისტული ნაბიჯებისა, რომელიც, როგორც წესი, კრახით სრულდება.

“საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადგილი აქვს მორიგ პროპაგანდისტულ ნაბიჯს, რომელიც მოკლებულია ყველანაირ რეალურ განხორციელებას. საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ საერთაშორისოდ დადგენილ საზღვრებში. საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობას.

საოკუპაციო რეჟიმებს სხვა დროსაც, არაერთხელ ჰქონიათ მცდელობა “დამოუკიდებელი” სუბიექტის იმიჯის განმტკიცების მიზნით მსგავსი პროპაგანდისტული ნაბიჯებისა, რომელიც, როგორც წესი, კრახით სრულდება,” – თქვა მარი ნარჩემაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები