მცხეთის მერია: ვცდილობთ სუფთა გარემო და ჯანსაღი ეკოლოგიური პირობები შევუქმნათ მოსახლეობას

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მოადგილესთან – გიორგი ბაჯაძესთან ერთად,  დასუფთავების სამუშაოების პროცესს გაეცნო, რომელიც ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევის პირველი 4 კმ-ის ტერიტორიაზე ხორციელდება.

აღნიშნულ ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს ფერდების დასუფთავება, ხეების დაზიანებული ნაწილების, გამხმარი ტოტების მოცილება და გზის ნაპირებზე ჯაგნარის გაკაფვა.

“ჩვენ ვცდილობთ სუფთა გარემო და ჯანსაღი ეკოლოგიური პირობები შევუქმნათ მოსახლეობას და ჩამოსულ სტუმრებსაც ქალაქის შესასვლელიდანვე სასიამოვნო გარემო დახვდეთ.

ერთად ვიზრუნოთ საკუთარ ქალაქზე”, – აცხადებენ მერიაში.

დასუფთავებითი სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ კეთილმოწყობის სამსახურის მიერ ერთობლივად ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები