თულარის იმამი Covid- 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში ვაქცინაცია გრძელდება.
დღეს, სოფელ ლამბალოსა და დუზაგრამაში ვაქცინაციის პროცესს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ გულიკაშვილი, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური სამსახურის უფროსთან სოფო შაქარაშვილთან ერთად გაეცნო.
სოფელ ლამბალოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ათეულობით ადამიანი აიცრა, მათ შორის იყო სოფელ თულარის იმამი ახმედ ხოჯაევი.
აღსანიშნავია, რომ კამპანიის ფარგლებში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით სოფელ გომბორის, უჯარმის, ბადიაურის, ყანდაურისა და იორმუღანლოს მოსახლეობამ უკვე ისარგებლა.
შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წელს გადაცილებული ყველა მოქალაქე, რომელიც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება ერთჯერადად 200 ლარიან დანამატს, “ბუსტერ” დოზით აცრის შემთხვევაში კი 100 ლარიან დანამატს მიიღებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები