ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესა და  განათლებისა და კულტურის მინისტრს შეხვდა

დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა მერის პირველ მოადგილესთან, გოჩა ჩიქოვანთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, რუსლან აბაშიძესა და  განათლებისა და კულტურის მინისტრს, ეკა ხოფერიას შეხვდა. ასევე, შეხვედრას ესწრებოდა  აფხაზეთის #10 საჯარო სკოლის დირექტორი ნუგზარ ჯომიდავა.

 

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების საჭიროებები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

 

ასევე,  საუბარი შეეხო   აფხაზეთის #10 საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურის მოწყობასთან  დაკავშირებულ საკითხებს.  შეხვედრაზე ახალი სკოლის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

 

მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ  აღნიშნული  საკითხების მიმართ სრული მხარდაჭერა და თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები