დავით ბახტაძე: თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და მოსახლეობის კომუნიკაციას ექნება სისტემატური ხასიათი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კოსტავას ე.წ ყოფილი ხის გადამამუშავებელი კომბინატის დასახლებაში მცხოვრებლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მერმა ადგილობრივებისგან არსებული საჭიროებები მოისმინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
“გვაქვს ამბიციური გეგმები ქალაქის განვითარებისთვის, რასაც ჩემს გუნდთან ერთად განვახორციელებ. რისთვისაც მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა და გათვალისწინებული მათი ინტერესები.
შეხვედრაზე კონკრეტულად განხილული იქნა აღნიშნულ დასახლებაში მიმდინარე დაგეგმილი და განსახორციელებელი პროექტების დეტალები.
ადგილობრივი მოსახლეობამ მხარდაჭერა გამოხატა განსახორციელებელი პროექტების მიმართ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ გარემოებებს, რომ თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და მოსახლეობის კომუნიკაციას ექნება სისტემატური ხასიათი”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.