ეკონომიკის მინისტრად ლევან დავითაშვილი დაინიშნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ თანამდებობა დატოვა. მის ადგილს მინისტრთა კაბინეტში ლევან დავითაშვილი დაიკავებს.

რაც შეეხება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მას დავითაშვილის მოადგილე, ოთარ შამუგია ჩაიბარებს.

აღნიშნული ცვლილებების შესახებ პრემიერმინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები