კონფლიქტები ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 354 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 2 ადამიანი

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში 720 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 354 -ს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ინფორმაციას ე.წ. ადგილობრივი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვირუსის შედეგად, ბოლო ორი დღის განმავლობაში 2 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი სულ 47 205 ადამიანს დაუდასტურდა, 39 003 გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა 607 ადამიანი.
ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში აქტიურად ცირკულირებს კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები