„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება.

“ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, 9 თებერვალს 11:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში: სოფელ დიღომში, ჩალიპირებში, ტოიოტას ცენტრის მიმდებარედ, დავით აღმაშენებლის ხეივანსა და მიმდებარე ტერიტორიებზე. ასევე, 15:10-დან 17:10 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ახალუბანი, სელექცია, მისაქციელი, წილკანი, სელექცია, ნატახტარი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები