გოგი მეშველიანი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი აირჩიეს.
„დღეს ამირჩიეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენ პოლიტიკურ გუნდს ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის. ვიმედოვნებ, რომ კომპეტენციის ფარგლებში, ყველანი ერთად, ღირსეულად ვუპასუხებთ არსებულ გამოწვევებს”, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.