თბილისი-საგარეჯოს დამაკავშირებელი ახალი გზის პროექტის ფარგლებში, ვაზიანის შემოსავლელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს

თბილისი-საგარეჯოს დამაკავშირებელი ახალი გზის პროექტის ფარგლებში, ვაზიანის შემოსავლელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნული მონაკვეთი ლოჭინის კვანძის აღმოსავლეთით მდებარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტი 3,7 კმ-იანი 4 ზოლიანი საავტომობილო გზისა და 6 სახიდე გადასასვლელის მშენებლობას ითვალისწინებს.

ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიწის ვაკისისექსკავაციის სამუშაოები მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 63,888,887.69 ლარს შეადგენს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოების ვადად 18 თვეა განსაზღვრული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები