კარალეთში ოთარ სუხიტაშვილის სახელობის მემორიალი და სკვერი მოეწყობა

კარალეთში, 2008 წლის ომის დროს უგზო – უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცის – ოთარ სუხიტაშვილის სახელობის მემორიალი და სკვერი მოეწყობა. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, სამშობლოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლას შეწირული კარალეთელი ჯარისკაცის სახელის უკვდავსაყოფად, მის მშობლიურ სოფელში, მისივე სახელობის მემორიალისა და სკვერის მოწყობა, ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფლის ცენტრში იგეგმება.

ოთარ სუხიტაშვილი კარალეთში დაიბადა. რუსეთ-საქართველოს ომის დროს ტანკი, რომელსაც ის მართავდა, ქართული საბრძოლო მანქანების კოლონას ცხინვალისკენ მიუძღოდა. ჯავშანტექნიკა მოწინააღმდეგემ 8 აგვისტოს გაანადგურა. მას შემდეგ ეკიპაჟის სამივე წევრი, მათ შორის კაპრალი ოთარ სუხიტაშვილი, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთარ სუხიტაშვილის სახელობის მემორიალისა და სკვერის მოწყობაზე ტენდერი გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები