სამტრედიაში გამწვანების აქცია გაიმართა
სამტრედიის მერიის გამწვანებისა და კეთილმოწყობის სამსახურმა, ლაშა თევზაძის ქუჩაზე გამწვანების ღონისძიება გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე ადგილობრივებთან ერთად დარგო.
დღევანდელი აქციით, ლაშა თევზაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით, 40-მდე ნერგი დაირგო. მათ შორის, სვეტისებური და ე.წ გაშლილი კვიპაროსი და ალიანდრა.