შილდაში ტყის ქვედა საფარი იწვის

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ტყეში ხანძარია. ადგილობრივების ინფორმაციით, იწვის სავარაუდოდ, ტყის ქვედა საფარი, თუმცა ოფიციალურ ინფორმაცია ზუსტი ფართობის შესახებ უცნობია.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი, თუმცა ცეცხლი მიუვალ ადგილზეა გავრცელებული და სპეციალური ტექნიკა მუშაობას ამ დრომდე ვერ იწყებს.

მეხანძრე-მაშველები და მოხალისეები ადგილამდე ფეხით მივიდნენ. სამუშაოებს ძლიერი ქარი აფერხებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები