ვლადიმერ ხინჩეგაშვილი თეა თევდორაძის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას დაესწრო
გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი თეა თევდორაძის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას დაესწრო და საქველმოქმედო აქციაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვიდან შესული თანხა, ორგანიზატორების მიერ შერჩეული ექვსი მოხუცის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება.
თეა თევდორაძის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გორში, მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, სამხატვრო სკოლაში გაიმართა.