დადიანების მუზეუმიდან ბრინჯაოს ქანდაკების მოპარვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ზუგდიდში, დადიანების მუზეუმის ეზოდან კოლხური ქალღმერთის ბრინჯაოს ქანდაკების მოპარვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 183-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული, ან ეროვნული ღირებულების ნივთის, ან დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებას გულისხმობს. დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, დადიანების მუზეუმის ეზოში კოლხური ქალღმერთის ბრინჯაოს ქანდაკება მუზეუმის თანამშრომლებს დღეს დილით აღარ დახვდათ.