ბოდბისხევში ძლიერმა ქარმა მოხუცთა თავშესაფარს სახურავი გადახადა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში ძლიერმა ქარმა მოხუცთა თავშესაფარს სახურავი თითქმის მთლიანად გადახადა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე უკვე იმყოფებიან მერიის შესაბამისი სამსახურები, რომლებიც მიყენებულ ზარალს ითვლიან. მერიაში აცხადებენ, რომ შენობის გადახურვის სამუშაოებისათვის თანხა სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები