ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩო მოქალაქეებს ვერ მოემსახურება

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩოს საკონსულო დეპარტამენტი, მოქალაქეებს 13 თებერვლამდე ვერ მოემსახურება.

ამის მიზეზი ე.წ. რესპუბლიკაში მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, რის გამოც დიპლომატიურმა ე.წ მისიამ  ვიზიტორთა მიღებაზე შეზღუდვები გაახანგრძლივა.

აღინიშნება, რომ სამუშაო დღეებში 10:00-დან 12:00 საათამდე და 14:00-დან 16:00 საათამდე შეიძლება  საკონსულო განყოფილებას მოქალაქეებმა ტელეფონით, ან ელექტრონული ფოსტით დაუკავშირდნენ.

2021 წლის დეკემბერში ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩის თანამდებობა, ალექსეი დვინიანინმა დატოვა. ამ დრომდე ე.წ. ელჩის მოვალეობას ე.წ. დიპლომატიური მისიის მრჩეველი, მაქსიმ ლიტვინოვი ასრულებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები