ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე პედაგოგებს ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. ამჯერად, იმუნიზაციის პროცესთან დაკავშირებული წამახალისებელი პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით, მერის მოადგილე, ტარიელ ხულელიძე, რამდენიმე სოფელში, სკოლის პედაგოგებს ესტუმრა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი ნათელა ქუშაშვილი და სოფლებში მერის სპეციალური წარმომადგენელი ქეთევან მაისურაძე.

მხარეებმა საყოველთაო ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო მეტად გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შეხვედრის ფარგლებში, მერის მოადგილემ პედაგოგებს კიდევ ერთხელ განუმარტა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, 50 წელს ასაკის ზემოთ, კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაზე 200-ლარიანი წამახალისებელი კამპანია თებერვლის განმავლობაშიც გაგრძელდება და ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები ე.წ. ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ.

„უაღრესად მნიშვნელოვანია განათლების პროცესის უსაფრთხო გარემოში წარმართვა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მოწოდებები, უმთავრეს მიზანს – თითოეული ჩვენგანის, ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე ზრუნვას ემსახურება.

კოვიდ პანდემიით გათვალისწინებული რეგულაციების დაცვითა და ვაქცინაციით, პანდემიის პირობებშიც კი, უნდა შევინარჩუნოთ ის ძვირფასი მონაპოვარი, რომელსაც საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობა ჰქვია და ეს უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი თაობებისათვის“, – განაცხადა ტარიელ ხულელიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები