ავთანდილ თალაკვაძე: უახლოეს პერიოდში დასრულდება გზის ინფრასტრუქტურული განახლების სამუშაოები

 

ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში დასრულდება გზის ინფრასტრუქტურული განახლების სამუშაოები.
„ციხისფერდი-გურიანთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე დაიხარჯება 589 728 ლარი; შეკვეთილის საკურორტო ზონაში გზის რეაბილიტაციაზე ჯამში დაიხარჯება 665 360 ლარი; შეკვეთილის საკურორტო ზონაში (კაპროვანში) გზის რეაბილიტაციას 542 016 ლარი მოხმარდება, ხოლო სოფელ ხვარბეთში საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის დაიხარჯება 411 720 ლარი.

ასევე, დასრულდება ჯორჯიაშვილის ქუჩის #1 შესახვევის რეაბილიტაცია – 212 380 ლარი. განხორციელდება სოფელი დვაბზუს ცენტრიდან მაგისტრალურ გზასთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროექტი – 701 178 ლარი. დაიწყება ქალაქ ოზურგეთში, ანასეულის უბანში მეცნიერების ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია – 1 212 340 ლარი. ტენდერი გამოცხადებულია და მარტის ბოლოს დაიწყება აქტიური სამშენებლო სამუშაოები,”- განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები