ავთანდილ თალაკვაძემ ოზურგეთის მერიის სხდომაზე 16 პროექტი წარადგინა

დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომა გაიმართა, სადაც ავთანდილ თალაკვაძემ მუნიციპალიტეტში დაგეგმილი და განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები წარადგინა.

„ოზურგეთში ფარნავაზ მეფის ქუჩა N1-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის იერსახის განახლება დაიწყება. ეს არის საწყისი ეტაპი კორპუსების განახლების პროგრამის ფარგლებში, რისთვისაც 1 366 136 ლარი დაიხარჯება“, – ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი მათი წინასაარჩევნო დაპირება და 8-პუნქტიანი გეგმის ნაწილი იყო.

ავთანდილ თალაკვაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე 16 პროექტი წარადგინა, რომელიც წყალმომარაგების ახალ სისტემებს, საცხოვრისი პირობების გაუმჯობესებას, გზების კაპიტალურ რეაბილიტაციასა და სოციალური ინფრასტრუქტურის მშენებლობას ეხება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები