ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 409 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 409 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ინფორმაციას ე.წ. ადგილობრივი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამჟამად გუდაუთის ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში 58 პაციენტი მკურნალობს, 11 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 40 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 17 მძიმე მდგომარეობაშია.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი სულ 45 513 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 36 757, გარდაიცვალა 602 ადამიანი.