გორის საკრებულოს თავმჯდომარე – კულტურის სახლში მაინერების აღმოჩენაზე: ეჭვია, რომ ერთი კაცი ამ საქმეს ვერ გააკეთებდა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კულტურის სახლში, მერიის მაღალჩინოსანს ბიტკოინების მაინერები ჰქონდა დაყენებული ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „ერთი კაცი ამ საქმეს ვერ გააკეთებდა“.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხს შესაბამისი სამსახურები სწავლობენ.

„არ ვიცი, ძალიან ძნელია კომენტარის გაკეთება, სხვამაც იცოდა თუ არა, მაგრამ ვფიქრობ, ეჭვია, რომ ერთი კაცი ამ საქმეს ვერ გააკეთებდა. ცენტრის ხელმძღვანელმა გუშინ მითხრა, რომ დიდი ხანია, ამაზე ეჭვი მქონდა და მივლენილი მყავდა ხალხი, რომ შეესწავლათ ეს თემაო, მაგრამ ვერ იპოვეს”, – განაცხადა დავით რაზმაძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გორის კულტურის სახლში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. უწყების ცნობით, გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე დამატებითი დეტალები არ ხმაურდება. ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა.​

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გორის კულტურის სახლში, მერიის მაღალჩინოსანს ბიტკოინების მაინერები ჰქონდა დაყენებული და ისინი გორის კულტურის სამსახურის უფროსის მოადგილეს, გიორგი ქვათაძეს ეკუთვნოდა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები