ბათუმის მერიასთან 150-მდე ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა – მოქალაქეებს არჩილ ჩიქოვანი შეხვდა
ბათუმის მერიასთან 150-მდე ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა. როგორც ისინი აცხადებდნენ, სხვადასხვა დროს ინვესტორებისგან დაზარალდნენ. შეკრებილ მოქალაქეებს ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი შეხვდა. მოქალაქეების თქმით, შეხვედრაზე ერთიანი ჯგუფის შექმნა დაიგეგმა, რომელშიც მთავრობის სხვადასხვა უწყებასთან ერთად, დაზარალებული მოქალაქეებიც გაერთიანდებიან.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ აღნიშნა, რომ გაერთიანებული ჯგუფი ინვესტორების მიერ დაზარალებული მოქალაქეების პრობლემის მოგვარებაზე იმუშავებს.
„ხელისუფლებამ ბრძანა: მათ მოქალაქეების მოთხოვნაზე კონკრეტული პასუხი არ გააჩნიათ, თუმცა სურვილი გამოხატეს ბათუმის მერიის, უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის ერთიანი ჯგუფის შექმნაზე. ჯგუფში დაზარალებული მოქალაქეები იქნებიან გაერთიანებული, ყველა პრობლემა განიხილება და სამომავლო გზები დაიგეგმება. დღევანდელი აქციით ვაფრთხილებთ იმ ბიზნესმენებს, რომლებიც მომავალში აპირებენ მოქალაქეების მოტყუებას”, – განაცხადა თამაზ ბაკურიძემ.