გორის კულტურის სახლში სუსმა სავარაუდოდ მაინერები აღმოაჩინა

გორის კულტურის სახლში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სავარაუდოდ, მაინერები აღმოაჩინა. გორის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.

როგორც „კვირას“ სუს-ში განუცხადეს, ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალები არ ხმაურდება.

„გიდასტურებთ, რომ გორის კულტურის სახლში ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. გამოძიება მიმდინარეობს. შესაბამისად, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მეტს ჯერ ვერაფერს გეტყვით. ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა“,- განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები