კობა მურადაშვილი: ხალხთან მჭიდრო კომუნიკაცია და თითოეული წარმომადგენლისგან განსაკუთრებული მონდომება იქნება საჭირო, რომ ჩვენი ერთობლივი საქმიანობა წარმატებული და შედეგზე ორიენტირებული იყოს
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან, პაატა ყულიაშვილთან ერთად დმანისელებს ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში, მერის წარმომადგენლად ილიკო (რუსვალდი) გირგვლიანი წარუდგინა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
მოქალაქეებთან მჭიდრო კომუნიკაციის და მათთვის მუნიციპალური სერვისების უფრო ხარისხიანად მიწოდების მიზნით, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის სამუშაო სივრცე ხერგიანის ქუჩაზე, დმანისის საზოგადოებრივ ცენტრში მოეწყო.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი სწორედ მისგან მოისმენს ინფორმაციას დმანისში არსებულ ვითარებაზე და სხვადასხვა საკითხზე გამოკვეთილ პრობლემებზე.
“დღეს, ქალაქ დმანისის მერის წარმომადგენლებს ახალი სივრცე გადავეცით, აქ მათ დახვდათ კომფორტული და კეთილმოწყობილი გარემო, რისთვისაც მადლობას ვუხდი იუსტიციის სამინისტროს და საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელობას. ხალხთან მჭიდრო კომუნიკაცია და თითოეული წარმომადგენლისგან განსაკუთრებული მონდომება იქნება საჭირო, რომ ჩვენი ერთობლივი საქმიანობა წარმატებული და შედეგზე ორიენტირებული გამოვიდეს “, – განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ წარმომადგენლების ჩართულობით, კომპეტენციის ფარგლებში მრავალი საინტერესო იდეისა თუ პროექტის განხორციელებას შეძლებს მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით.