ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 721 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში 847 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 721-ს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ინფორმაციას ე.წ. ადგილობრივი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვირუსის შედეგად, ბოლო ორი დღის განმავლობაში 1 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი სულ 45 104 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 37 488 პირი, გარდაიცვალა 602 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები