მზარდი ეპიდვითარების გამო ზუგდიდის დრამატული თეატრი მაყურებელს 2 კვირა აღარ მიიღებს
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი სპექტაკლებს 2 კვირის განმავლობაში არ გამართავს. ინფორმაციას თეატრის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“მომატებული კოვიდინფიცირების და პიკური სიტუაციის გამო, სპექტაკლების ჩვენება შევწყვიტეთ. 15 თებერვლის შემდეგ გამოქვეყნდება სპექტაკლების განრიგი. შეგახსენებთ, რომ ამჟამად რეპერტუარში შედის 9 სპექტაკლი, ყველა ასაკის და თაობის მაყურებლისთვის (დაწყებული 0 ასაკის ბავშვებიდან) და თებერვალ-მარტში შემოგვემატება 2 ძალიან საინტერესო სპექტაკლი. გისურვეთ ჯანმრთელობას ! ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია”, – ნათქვამია განცხადებაში.