“ძირს რომ დამაგდებდა,ზედვე მახტებოდა” – 82 წლის კაცმა მოსამართლეს განუმარტა რატომ დაჭრა საკუთარი შვილი

“სულ ასეთ ცემა-ტყეპაში ვიყავი” – ასე მიმართა მოსამართლეს შვილის დაჭრაში ბრალდებულმა 82 წლის კაცმა სასამართლო პროცესზე და თავზე მიყენებული დაზიანებები აჩვენა.

შვილის დაჭრაში ბრალდებული კარლო მეგრელიშვილი ბრალს აღიარებს და ამბობს, რომ შვილის მხრიდან მუდმივი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო.

“ეს ძვლები სულ მტკივა, ძირს რომ დამაგდებდა, ზედვე მახტებოდა ხოლმე… არაფრად არ მაგდებდა, მეუბნებოდა, გაეთრიე ჩემი სახლიდანო. მზად ვიყავი მომეკლა, ამომასხა, თავმოყვარეობა მქონდა მეც… ჩემმა შვილებმა ხარჯი რომ არ გასწიონ, ან რამე, დავჯდები, ვიჯდები ციხეში, რამდენ ხანსაც მომიწევს”, – თქვა სასამართლო სხდომაზე კარლო მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის, გორის რაიონულმა სასამართლომ 82 წლის კაცს, რომელმაც საკუთარ შვილს 30-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა, წინასწარი პატიმრობა დღეს შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები