გორში რობაქიძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება

გორში, რობაქიძის ქუჩის სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე (გურამიშვილის ქუჩიდან ამილახვრის ქუჩამდე) 421,67 მეტრია.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მერიამ ტენდერი 21 იანვარს გამოაცხადა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის სავარაუდო ღირებულება 551 030 ლარია.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ქუჩაზე ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად მოეწყობა მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, სანიაღვრე და ტროტუარები.

ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა დასრულდეს.

შესყიდვის ბმული  – http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=439494&lang=ge

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები