„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 თებერვალს 11:00 -დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში – აბანოსხევში, ჭოპორტში, ბულაჩაურში, ბაქაქურებში, ოძისსა და მიმდებარე სოფლებში.

13:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში – ნატახტარში, წეროვანში, მისაქციელში და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები