სამტრედიის მერიაში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე კონკურსის შესახებ ონლაინ შეხვედრა გამართა

სამტრედიის მერიაში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებმა, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე კონკურსის შესახებ ონლაინ შეხვედრა გამართა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, საინფორმაციო შეხვედრას, მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვაჟა სტურუა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მეწარმეები ესწრებოდნენ.

,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით მეწარმე სუბიექტებს მნიშვნელოვანი შესაძლებლობები ექმნებათ სამეწარმეო საქმიანობის განვითარებისა და ბიზნესის გაძლიერებისთვის.

დღევანდელ შეხვედრაზე, საკონკურსო განაცხადების წარდგენისთვის თვითმმართველობის წარმომადგენლებს და ადგილობრივ მეწარმეებს მიეცათ შესაძლებლობა მიეღოთ დეტალური ინფორმაცია. შეხვედრაზე დამსწრე მეწარმეებმა კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. ჩვენი მხრიდან მსურველს ყველანაირ დახმარებას გავუწევთ, განაცხადის შევსების საკითხში და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებაში”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ახალ საგრანტო პროგრამებს
აცხადებს შემდეგ რეგიონებში: იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.

აღნიშნული პროგრამა მოიცავს ორი კატეგორიის საგრანტო პროგრამას: მცირე გრანტი 30 000 ლარის ოდენობით, რომლის მიზანია ინოვაციების დანერგვა, ტესტირება ან გაუმჯობესება მათი შემდგომი კომერციალიზაციისთვის. ინოვაციებით
და ტექნოლოგიებით დაინტერესებული სუბიექტების საერთაშორისო ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ეკოსისტემაში ინტეგრაცია და მათი კომერციული პოტენციალის
გაზრდა.

ინოვაციური მეწარმეობის გრანტი 100 000 ლარის ოდენობით, რომლის მიზანია ინოვაციური ან/და ტექნოლოგიური ელემენტის შემცველი და კომერციალიზაციის მაღალი პოტენციალის მქონე ბიზნეს პროექტების დაფინანსება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები